საზოგადოებაცხოველთა სამყარო
,,შსს-ს მომსახურების სააგენტოსგან კატეგორიულად მოვითხოვთ პასუხს ამ ვანდალური ქმედებისთვის”

,,SOS !!!
შსს-ს მომსახურების სააგენტოსგან კატეგორიულად მოვითხოვთ პასუხს ამ ვანდალური, არაჰუმანური ქმედებისთვის. ეს უბედურება, რაც მათ დააყენეს თავიანთ ტერიტორიაზე, რუსთავში, წარწერით: ,,ყურადღება, არ გამოკვებოთ ძაღლები” და თუ პურის ნატეხი მიეცით მშიერ ძაღლს, დაჯარიმდებით 50 ლარითო, არის საქართველოს სირცხვილი.
უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე კითხულობს ამ სიბინძურეს და აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. რომელ ბოროტ ხელმძღვანელს მოუვიდა თავში საქართველოსთვის ზურგში დანის ჩარტყმა, ეს უნდა გაირკვეს და უნდა იცოდეს საზოგადოებამ” _ წერია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ფეისბუქგვერდზე.