საზოგადოება
შსს-მ დანაშაულის დაფარვისთვის 5 პირი დააკავა _ ,,ამ მძიმე ფაქტს შეესწრო ბევრი ადამიანი”
,,სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლიივ მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს, რათა დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
საუბარია თბილისში მომხდარ საშინელ მკვლელობაზე, რომელიც შსს-მ გახსნა. მეზვრიშვილის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთა ემუქრება.