მსოფლიო

შოტლანდიაში მწვანე ფერის ლეკვი დაიბადა

შოტლანდიაში ოქროსფერ რეტრივერს უჩვეული ლეკვი გაუჩნდა. ის მომწვანო ფერისაა. ამის შესახებ The Sun იუწყება. როგორც ძაღლის მეპატრონეებმა განაცხადეს, თავიდან თვალებს არ უჯერებდნენ, თუმცა მერე გაარკვიეს, რომ ეს ბუნების ანომალიაა. მკვეთრი შეფერილობა თანდათან გადადის, ასე რომ მალე ლეკვი სხვების მსგავსი იქნება.

უჩვეულო მწვანე ფერი შეიძლება ბილივერდინის ცილისგან იყოს, რომელსაც პლაცენტა შეიცავს. ლეკვს ფორესტი დაარქვეს.

მსოფლიოში მწვანე ლეკვების გაჩენის მხოლოდ სამი შემთხვევა არის ცნობილი. ბოლო ასეთი ლეკვი თებერვალში დაიბადა.

იმედი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close