საზოგადოება

,,შვილო, კარგი ბავშვი ჩანხარ და ნუ აყვები მამაშენის მატყუარა სამსახურის მატყუარა ინფორმაციებს!”

,,შვილო! ძალიან კარგი ბავშვი ჩანხარ და ნუ აყვები მამაშენის მატყუარა სამსახურის მატყუარა ინფორმაციებს! ერთი ჰკითხე მამას,რა უნდოდა მის სამსახურთან ერთად 2006 წლის 25 ივლისს ჩატაევს კოდორის ხეობაში?!ჰკითხე იყო თუ არა ჩატაევი კასპის “ბოინის”მეწილე ?!ჰქონდა თუ არა 300 ათასი ჩადებული მაგ საქმეში ჩატაევს?! და იყო თუ არა მამაშენთან მისულიჩატაევი დახმარებისთვის, რომ ამოეღო ეს თანხა უკან, რადგან შსს ს თანამშრომელი მეწილეები და სუსი არ უბრუნებდნენ ?! კიდევ ერთი კითხვა დაუსვი მამიკოს, სთხოვა თუ არა ტერორისტ ჩატაევს შემოეყვანა ტერორისტები საქართველოში და ვითომ აპირებდნენ ტერორისტულ აქტს ისე გათამაშებით აეყვანათ და საქმეში ჩათვლოდა სუს მუშაობაში?!სანაცვლოდ დახმარებისა?თან შვილო არ დაგავიწყდეს, როცა შეეკითხები უყურე თვალებში მამიკოს და მიხვდები, მართალ პასუხს გაგცემს თუ არა!

ბევრი ტერორისტი აიყვანეს ვითომ სპეც ოპერაციის დროს, რატომ არ შეიძლებოდა 19 წლის ძალღონით სავსე ბავშვი აეყვანათ ცოცხალი? მალხაზ მაჩალიშვილმა, გამწარებულმა მამამ, შეიძლება ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ მერე საკუთარ თავში ჩაახშოს ეს ყველაფერი და ისევ სამართლებლივ გზას დაადგეს, ეს არაა საფუძველი ,რომ ტერორისტად მოიხსენიოთ.ჩვენ გვაქ კანონი, რომელიც გულისხმობს თუ კაცმა დანაშაული განიზრახა, მაგრამ გზაში გადაიფიქრა ის დანაშაულად არ ითვლება, რომელი მუხლი არის არ მახსოვს. რაც მე და დანარჩენ კოდორლებს შეგვითხზა მამაშენის სამსახურმა, ბიძია, მე არასდროს არ დავუჯერებ უკვე არასდროს მაგათ სიტყვას” _ ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი სოსა გოგოაშვილის ქალიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

 შეგახსენებთ, რომ დღეს, სოსო გოგაშვილის ქალიშვილმა განცხადება გაავრცელა: “გამწარებულ მამას ეპატიება” – ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები, თქვენ არ გიყვართ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა “გამწარებულ მამას თავისი ფიქრები” და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით თქვე უგულო “ადამიანებო”? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას, მაინც აპატიებდით?!!! თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით???“ – აცხადებს იოსებ გოგაშვილის შვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close