საზოგადოება

,,შეჩერდეს სესხებზე ყოველთვიური შენატანები და ვადაგადაცილებები არ ჩაითვალოს დარღვევად”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, იქნებ ეს საკითხიც დააყენოთ დღის წესრიგში:

თუ ქვეყანაში გაგრძელდა ვირუსის გავრცელება და პრევენციული ღობისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), მაშინ ეს ყველაფერი მოიტანს ეკონომიკურ უკუშედეგებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეწარმეები ვეღარ მიიღებენ შემოსავალს, ხოლო დასაქმებულები ხელფასს.

ხოდა, ამ ფონზე მაინტერესებს თუ მიდის ეროვნული ბანკის ჩართულობით მუშაობა იმ საკითხზე, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში შეჩერდეს სესხებზე ყოველთვიური შენატანები და ვადაგადაცილებები არ ჩაითვალოს დარღვევად.

Related Articles

Back to top button
Close