საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო დროებით მუშაობას შეწყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მარტს, 09:00-21:00 საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით მუშაობას შეწყვეტს.

“22 მარტს, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს 22 მარტს, 09:00-21:00 სთ განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close