პოლიტიკა

,,შემოდგომაზე შედგება ეროვნული ყრილობა, რომელიც დაამტკიცებს მომავლის საქართველოს პროგრამას”

გუშინ დიდი პროცესი დაიწყო. პრიმიტივიზმით სავსე პოლიტიკურ სივრცეში ადვილი არ იქნება ამ პროცესის წარმატება, თუ მას არ ექნა ხალხის მხარდაჭერა. საშიშროება იმისა, რომ პოლიტიკურმა გუნდებმა კიდევ უფრო გააძლიერონ ბრძოლა საზოგადოებრივ პროცესზე მეცნიერების გავლენის წინააღმდეგ, გუშინდელის შემდგომ, კიდევ მეტად გამძაფრდება. იმის საშიშროებაც არის, ქუჩის მიტინგების განწყობა გამოიტანონ აუდიტორიებში და ხელი შეუშალონ სერიოზულ და ღრმა საუბრებს, არსებობს და არსებობს უფრო მძაფრად, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვედგინა. აშკარაა უმძიმესი განწყობა მენციერების მიმართ და სახეზეა გარკვეული და საკმაოდ ღონიერი უიმედობა თვით მეცნიერებში. მაგრამ უკვე საზოგადოების დიდ ნაწილს ედება განწყობა, და ამას ადასტურებს ისიც, რომ მეცნიერებისა და ინტელიგენციის სერიოზულ ნაწილში სწორედ ის აზრია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ ანალიზს და ქვეყნის განვითარებას მეცნიერული პროგრამების გარეშე ალტერნატივა არ აქვს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ჩვენ ვლაპარაკობთ მეცნიერულ ანალიზსა და მეცნიერულ პროგრამებზე. ეს არ არის მხოლოდ მეცნიერების საქმე. ეს არის პროცესი, რომელიც მოაზროვნე ადამიანების ჩართვას ნიშნავს ამ საქმეებში. სწორედ ამის ეშინიათ სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებს. რადგან, მათ აწყობთ ის პოლიტიკური დემაგოგია, რომლითაც წარმატებულად ატყუებენ ხალხს. და ხალხი გვიან იგებს, რომ მან ხელისუფლება კი არა მძარცველი ბანდა აირჩია.

ჩვენ ამ ეტაპზე ვითხოვთ მხოლოდ ერთს: ბევრმა შეძლოს იმ დოკუმენტების წაკითვა, რომელიც ა.წ. 5 აგვისტოს წარვუდგინეთ უნიკალურ კომპლექს „მეფე დავით“- ში გამართულ დიდ შეკრებას, რომელსაც საზოგადოების  ყველა სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

ვაქვეყნებთ ამ დოკუმენტებს და მათი სწორად გააზრების , საქმიანი წინადადებების მოწოდების  შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ იმ უნიკალური სახალო კონგრესის მოწვევას, რომელიც გვინდა გაიმართოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის შემოდგომისა… შევძლებთ იმას, რომ მომდევნო წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, მივიღოთ ეროვნული დოქტრინა. შევძლებთ იმას, რომ მომდევნო წლის ბოლოს, შემოდგომაზე, შედგეს ეროვნული ყრილობა, რომელიც დაამტკიცებს მომავლის საქართველოს პროგრამას.

ეს მძიმე პროცესია არ აწყობს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას  და არა მარტო ცენტრალურ დონეზე. ეს განწყობები იქნება სახელისუფლებო და ოპოზიციურ წრეებში სოფლის, ქალაქის, რაიონის დონეზე, ანუ მთელ  ვერტიკალში.

შევძლებთ ამას, თუ გაძლიერდება მორალური გუნდი, თუ მოაზროვნე ადამიანები საზოგადოების ყველა ფენიდან, ჩაერთვებიან ამ პროცესში. ვიმეორებთ, დაიწყო რთული, წინააღმდეგობებით სავსე პროცესი, რომელმაც უნდა დაასრულოს უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. გავხდეთ  ამ პროცესის მონაწილე.

ვიდეო

(1tv.ge) სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მეცნიერების და ინტელიგენციის კონგრესის გამართვის ინიციატივით გამოდიან

Related Articles

Back to top button
Close