კატეგორიის გარეშეჯანდაცვა

,,შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ! _ საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილი” 12. 80 ლარი ღირს, რუსეთში – 1.90 ლარი”

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ და დეპუტატმა,  მირიან წიკლაურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართას, რომელიც მედიკამენტების ფასებს ეხება. პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა წარადგინა, რომელიც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების სხვაობას ასახავს.

,,შევისწავლეთ, მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში, სააფთიაქო ქსელში სამომხმარებლო ბაზარი. ამჟამად, ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომხმარებლო ბაზარს, სადაც კატასტროფაა. საქართველოში დამზადებული წამალი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე სომხეთში. დანაშაულებრივი შედეგებია საქართველოს სააფთიაქო ქსელში შექმნილი ვითარების თვალსაზრისით. ორი სახის „კაპტოპრილს“ წარმოგიდგენთ, რომელიც არის წნევის მარეგულირებელი წამალი, რასაც ყველაზე მოწყვლადი ფენა მოიხმარს. საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილის“ ფასი არის – 12 ლარი და 80 თეთრი, რუსეთში ნაყიდი „კაპტოპრილი“ კი ღირს – ერთი ლარი და 90 თეთრი. ფასებს შორის განსხვავება 673 პროცენტია. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა 25-მილიგრამიან „კაპტოპრილზე“; მისი ფასი საქართველოში 9 ლარი და 70 თეთრია, ხოლო რუსეთში – 77 თეთრია. განსხვავება არის 1260 პროცენტი. საქართველოში დამზადებული წნევის წამალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში. ზუსტად იგივე ფასებია თურქეთშიც. იგივე ხდება „კარდიომაგნილზეც“, მისი ფასის სხვაობა 180 პროცენტამდეა. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ. მორალური კატეგორიით თუ ვიტყვით, ეს უსინდისობაა, სამართლებრივად კი, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კარტერული შეთანხმებაა ფასებით ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბაღათურიამ.

„მირიან წიკლაურთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული მედიკამენტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე; ეს ეხება დამზადების ეტაპს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კერძოდ, სახელმწიფო ადგენს ბარჟას, რამხელა ბარჟა შეიძლება, ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს და რამდენი შეიძლება, დაემატოს მედიკამენტის საწყის ფასს. ანუ, თუ მედიკამენტი ჯდება ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არა – 13 ლარს. ეს არ არის შამპანურის წარმოება, ეს არის ფარმაცევტია. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს“, – დასძინა ბაღათურიამ.

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.

 

Related Articles

Back to top button
Close