საზოგადოება

“შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა”_პრემიერი არასრულწლოვანთა სისხლიან გარჩევაზე

“ახლა მთავარია, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება, საზოგადოების დამოკიდებულება, ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები მისაღებია არა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან,” – საქართველოს პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და მას ტრაგედია უწოდა.

“ახლა მთავარია, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება, საზოგადოების დამოკიდებულება, ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები მისაღებია არა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება, კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ, უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში.

“რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. მე მთლიანად გავეცანი იმ გამოხმაურებების ქარიშხალს, რომელიც იყო, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი – სახელმწიფომ პირველ რიგში, მაგრამ, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან; ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე განათლების მინისტრს მიმართა და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში ახალგაზრდებთან საუბრის გააქტიურება დაავალა.

“რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს. მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კანონმდებლობის კუთხით მუშაობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და იუსტიციის მინისტრს მიმართა.

“ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close