საზოგადოება

,,შეადარეთ ჩემი ნაძვები კალაძის მიერ მილანიდან ჩამოთრეულ მილიონიან საშინელებას”

,,მწყინდა, მილიონერს რომ მეძახდნენ ავყიები, არა და მართლა მილიონერი ვყოფილვარ. არ გჯერათ? შეადარეთ ჩემი ნაძვები კალაძის მიერ მილანიდან ჩამოთრეულ მილიონიან საშინელებას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ რუსთაველზე მთავარი ნაძვის ხე მილანიდან ჩამოიტანა და მასში სოლიდური თანხა გადაიხადა. ნაძვის ხე აწყობის პროცესშივე გახდა ფართო საზოგადოების განსჯის საგანი. გარკვეული ნაწილი თბილისის მერიას გემოვნებას უწუნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close