პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: NDI-ის დანაშაულებრივი კვლევები დაწერილია ივანიშვილისა და სუსი-ს შეკვეთით

ლეიბორისტული პარტიის განცხადება საყოველთაოდ ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის გაშმაგებული ბრძოლა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ხელში ჩასაგდებად, რის შემდეგაც მათ გარანტირებული ექნებათ ქვეყნის ძარცვა-გლეჯვა მრავალი წლით. იმ ფონზე, როდესაც ევროპული სასამართლო სტრასბურგში უნდა შეუდგეს რუსთავი-2 თან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, პარტიად წოდებული “ევროპული საქართველოს” განცხადება, რომ რუსთავი2-მა თურმე დაამახინჯა თავის სიუჟეტში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა არის პირდაპირ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა არაობიექტური იმიჯის დასამკვიდრებლად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბოკერიას პარტიას შეიძლება ჰქონდეს რაიმე რეიტინგი, ეს მისი პრობლემაა. სიმართლე კი ისაა, რომ თავად NDI-ის კვლევებია დანაშაულებრივი, ისინი პირდაპირ დაწერილია ივანიშვილისა და სუსის შეკვეთით, სადაც საპატიო ადგილი მოეძებნა ამ ე.წ. პარტიას, როგორც ხელისუფლების “ტრუბადურს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close