საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: საქართველო-რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები

,,საქართველო-რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები, იგივე რუსული მხედრიონი. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია მათი შემოყვანა ცხინვალის რეგიონში. პირდაპირი საფრთხე ექმნება თრუსოს ხეობას! საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი რომელიც გარიგებულია კრემლთან დუმილზე და გაჩუქებული აქვს უკვე საქართველო, რა თქმა უნდა, არავითარ ზომებს არ იღებს. ამიტომ მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მთავრობებს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ მოიწვიონ სხდომა და განიხილონ რუსეთის აგრესიიის საკითხი საქართველოში, დაადონ სანქცია რუსეთის სახელმწიფოს იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს.

სამწუხაროა, ის რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია კრემლთან დუმილზე, უმოქმედობაზე, რათა საბოლოოდ მოამთავრონ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკითხი. საქართველოს მთავრობა არ ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევას, არ ჩადის კონფლიქტის ზონაში არც ერთი უმაღლესი ხელმძღვანელი პირი მაშინ, როცა პირდაპირ იხვნება და იფარცხება მიწა ქართლისა. დუმს საქართველოს წამომადგენლობები ეუთოში, ნატოში, გაეროში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ევროკავშირში და მთლიანად დიპლომატიური კორპუსი დუმს. იმედია, საქმეს იქამდე არ მიიყვანენ, რომ რუსეთის ჯარი შემოგვიყვანონ თბილისში, თუმცა ამ ტემპებით ისინი შეიძლება თბილისსაც გასცდნენ, თუ ჩვენ არ მივიღებთ განსაკუთრებულ გადამწყვეტ ზომებს.

მთელი ერი დღეს უნდა გაერთიანდეს ოკუპაციის ახალი საფრთხეების წინააღმდეგ!!!” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ – შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close