საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: საპატრიარქომ პაატას საფლავზე ყვავილების მიტანა აგვიკრძალა

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ მოგეხსენებათ, რომ ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სახელების თაყვანისცემა, არდავიწყება და მათ საფლავებზე საჯაროდ მუხლის მოყრაცაა. აბა ერთნაირ უძვირეს ჯიპებზე ამხედრებული მინისტრები თუ მეუფეები რაიმე პატრიოტულს რა თქმა უნდა ვერ გააღვივებენ.

გუშინ, მიცვალებულთა ხსენების დღეს დაგეგმილი მქონდა ერთაწმინდის ეკლესიაში მომენახულებინა და გვირგვინებით შემემკო შაჰ-აბასის მიერ მოკლული, სამშობლოზე შეწირული პაატა სააკაძის საფლავი და ამ ფორმით ასევე ყველა თავდადებული მამულიშვილი გამეხსენებინა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მომხდარიყო ჟურნალისტების მონაწილეობით შემდგომი ტელეგაშუქებით. სამწუხაროდ, საპატრიარქომ უარი თქვა ტაძარში ტელევიზიების შეშვებაზე და უფრო მეტიც, პაატას საფლავზე ყვავილების მიტანაც კი აგვიკრძალა.

მე გამიჩნდა რამდენიმე კითხვა 1.როდის აქეთ მოხდა პაატა სააკაძის საფლავის პრივატიზაცია 2. რომელ სალოცავშიც ხელისუფლების მაღალჩინოსნები შედიან ტელევიზიები იქ მაშინვე როგორ არიან დარჭობილნი 3. თუ ტელევიზიები შეუთავსებადია ამგვარ დაწესებულებებში, რატომ გადაიქცა ლამის სატელევიზიო სტუდიად ყველა მთავარი და მათ შორის საკათედრო ტაძარი. 4. რატომ გახდა უმაღლესი სამღვდელოება ხელისუფლების ნაწილი და რატომ სძულთ ასე ოპოზიცია, რომელიც მათ საქმეს მათ მაგივრად აკეთებს, ანუ ამხელს მთავრობის უზნეობას. 5. ყვავილებით გმირთა საფლავების შემკობა რომელი სჯულის კანონითაა აკრძალული? სამწუხაროა, სამწუხარო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close