პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: დამთავრებული ხართ, რით ვერ იგებთ, დამთავრებული…

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რუსთაველზე აქციის დაწყებასა თუ პროცესთან დაკავშირებით ჩვენს გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა. უდიდესი სიბრიყვე და საკუთარი უმძიმესი დანაშაულისაგან გაქცევის მცდელობაა ამტკიცო, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა თუ პოლიტიკოსებმა მოინდომა და გადაწყვიტა პარლამენტის შტურმით აღება. ხალხია თქვენგან გამწარებული, ხალხი და მაგათ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ შევაჩერებთ. ყველა რეჟიმისაგან დადანაშაულებული პოლიტიკოსი, ნიკა მელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგა და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდა, რაც შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, როდესაც ზევიდან პროვოკატორებმა მომიტინგეთა წყლით გაწუწვა მოინდომეს. დამთავრებული ხართ, რით ვერ იგებთ,დამთავრებული…

Related Articles

Back to top button
Close