საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, ეს პუტინ-ივანიშვილის ამოძახილია

შაქაშეთის საგუშაგოსთან ადგილობრივებსა და ქაცარავას შორის მომხდარ ინციდენტზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი  ასეთ კომენტარს აკეთებს:

,,აი, ეს ხალხია მეხუთე კოლონა, ყველა ხელისუფლების საყრდენი, არჩევნების გამყალბებელი და პოლიციის აგენტურაც. ბიჭები დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს ქოც–ხროველები იცავდნენ თავის სოფლებს, აქეთ თვითონ გვევლინებიან მტრის ფაქტობრივ მოკავშირეებად. ჩვენი სრული სოლიდარობა ანტისაოკუპაციო მოძრაობას. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, ეს არაა ხალხისა და მით უფრო გმირი ქართლელების პოზიცია. ეს პუტინ-ივანიშვილის ამოძახილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close