საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: ახლა ამან დაიწყო ჩამოსული სოფლელების დევნა

,,აჰა, ახლა ამან დაიწყო ჩამოსული სოფლელების დევნა. თვითონ რომ ჩამოვიდა სამტრედიიდან, მიიხედ-მოიხედა, სამების ტაძართან 80 ჰექტარი მიწა რომ მიითვისა, მერე 20 ჰესი რომ მიიტაცა, შემდგომ 300 მილიონი ბიუჯეტიდან რომ გამოიწერა ვითომდა ფეხბურთის განვითარებისათვის და ბოლოს თბილისის მერობას რომ გაყალბებული, ნაყიდი ხმებით მიაღწია, ეს მისაღებია ხომ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

დედაქალაქის მერის განცხადებით, უკანონო მშენებლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სთხოვა:
“ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა და მე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, თუ გვინდა სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული” განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close