საზოგადოება

,,ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემს შვილს ელაპარაკება. თეა წულუკიანო, იცი ეს რას ნიშნავს?”

ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დათუნა სარალიძის მამა:

_ ქალბატონო თეა, 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას. პირადად შ.ს.ს. მინისტრსაც კი მოვუწოდე, რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი, მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა.
ეხლა თვენ მიმიწოდებთ, მე რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი???

სად იყავით მანამ, სანამ ქუჩაში გავიდოდი!!!!

სად იყავით 6 თვე, დამცირების მეტი არაფერი რო არ მიმიღია!!!!

სად იყავით სააააადდდდდ!!!!!

ექვსი თვე, ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს????

შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი. მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება. მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება.

ზაზა სარალიძის ასეთი კომენტარი გამოიწვია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებამ. წულუკიანის თქმით, მოზარდების საქმის გამოძიება „ქუჩაში არ ხდება“:

„დღეს ყველამ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ყველანი დადექით ჩემს გვერდითო.

მინდა მას პირველად ვუპასუხო: ბატონო, ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად, გამოდი, შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე… ეს არის საქმე რომელიც არის მკვლელობის საქმე, ბავშვთა მკვლელობის საქმე, ამიტომ ასეთი საქმის ქუჩაში გამოძიება არ ხდება“-განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close