საზოგადოება

,,ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას”

უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” _ წერს სოციალურ ქსელში ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close