საინტერესო
,,ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც მსოფლიოს დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები იძლევიან, აუცილებელია”
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
_ ძირითადად ორნაირი რეაქცია ჭარბობს, – ზედმეტი შიში, ან მისი “შებრუნებული” ვარიანტი, – არიდებითი ქცევა – საფრთხის სრული იგნორირება. ნურც პანიკურ შიშამდე მივალთ, რადგან პანიკა თავისთავად ამცირებს იმუნიტეტს და ფიტავს ფსიქიკურ ენერგიასაც, მაგრამ ნურც მათ დაუჯერებთ, ვინც აგდებით ლაპარაკობს საფრთხეზე.
ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც მსოფლიოს დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები იძლევიან, აუცილებელია.