„ყველა განცდა გაორმაგებულია“
გიორგი ძოწენიძეს და მია მაჩაბელს მეორე შვილი ეყოლათ - „ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ბავშვთან ურთიერთობით“

„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე და მისი მეუღლე, მია მაჩაბელი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოჯახი ცალკე ცხოვრობს – გიორგი, მია, სამი წლის ანიტა და ახალდაბადებული ანდრია. ბავშვების აღზრდაში ორივე მშობელი აქტიურად მონაწილეობს.
გიორგი ძოწენიძე „ფორტუნასთან“ ყვება:
.
-ყველა განცდა გაორმაგებულია… გამოცდილებაც უფრო მეტია. ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ბავშვთან ურთიერთობით, ვიდრე მაშინ, როცა ანიტა იყო ამ ასაკში. ჩვენს ვაჟს ანდრია დავარქვით. ანდრია ჩემი დიდი ბაბუის სახელია, ძალიან მაგარი ადამიანი იყო. კარგი იქნება, თუ მას დაემსგავსება, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში განსაკუთრებით. 96 წლის გარდაიცვალა.
ანიტას შემთხვევაში მიამ მოიფიქრა სახელი ბოლო ერთ კვირაში. თავიდან ამ სახელს ვერ ვეგუებოდით, რადგან ასე სწრაფად მოვიფიქრეთ, მერე მივეჩვიეთ.
-გოგოსა და ბიჭის მშობლობას შორის რა განსხვავებაა?
-არანაირი განსხვავება არ არის. ანიტასთან შედარებით, ანდრია ცოტა უხეშია, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვისაა. ანიტა ბევრად ნაზი იყო… ანდრია კაცურია. ჩემი დამოკიდებულებაც ასეთივეა. ნაზად ვეპყრობი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე ნაზად, როგორც ანიტას.