ყველა ახალგაზრდას აქვს საშუალება, გაეროს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნოს

საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას 18 დან 25 წლამდე აქვს საშუალება წერილი გაუგზავნოს გაეროს გენერალურ მდივანს!
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით იწყება პროექტი “წერილი გაეროს გენერალურ მდივანს”.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილი გადმოეცემა გაეროს გენერალურ მდივანს სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვიზიტის დროს. გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია.
იდეის ავტორია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2013-2014 წლებში, თორნიკე ზურაბაშვილი.
წერილი უნდა სრულფასოვნად ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდობის ხედვებსა და მოსაზრებებს.
წერილი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას (font – sylfaen, font size – 12, line spacing – 1,5). წერილები უნდა გამოაგზავნოთ 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე youthdelegategeorgia@gmail.com
დამატებითი შეკითხების შემთხვევაში დამიკავშირდით,
საუკეთესო სურვილებით,
გიორგი ტუმასიანი,გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.