საზოგადოება

“ყველაფერი თქვენი ბრალია, ვინც „ნაციონალებს“ ებრძოდით”

“საკმარისია, ქვეყანაში რამე ტრაგედია მოხდეს, „ნაციონალები“ და მათი მხარდმაჭერები ეგრევე ატეხევან წიოკს, ყველაფერი თქვენი ბრალია, ვინც „ნაციონალებს“ ებრძოდით, მათი პოლიტკა რომ გაგრძელებულიყო, ეს არ მოხდებოდაო. როგორ არ მოგბეზრდათ, პოლიციური სახელმწიფოს გაპრავება?! მარტივად შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რამდენი მკვლელობა ხდებოდა წელიწადში იმ ცხრა წლის განმავლობაში, ან რამდენი დანაშაული არასრულწოვანების მიერ და შეადაროთ ახლა რა ხდება. ფაქტობრივად განსხვავება არ არის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რეპრესიული პოლიტიკა, პოლიციური სახელმწიფო და ნულოვანი ტოლერანტობა გამოსავალი არ არის. ასეთი ტრაგედიები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ, ალბათ სულ მოხდება (პირველივე კომენტარში დავდებ მხოლოდ 2011 წელს არასრულწლოვანების მეირ ჩადენილი მძიმე დანაშაულის ჩამონათვალს ) ამაზრზენია, უკვე ყველაფრის პოლიტკური სპეკულაციებისთვის და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოყენება.”-წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close