საზოგადოება

რატომ იკურნება დღისით მიღებული დაზიანებები უფრო სწრაფად?

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი დაზიანებას ან ტრავმას დღისით მიიღებს, მისი აღდგენა გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ღამით მიღებული დაზიანების. ისინი ამტკიცებენ, რომ ღამით მიღებული დამწვრობის მკურნალობას, საშუალოდ, 28 დღე სჭირდება, როცა დღისით მიღებული ისეთივე დამწვრობა, საშუალოდ, 17 დღეში იკურნება.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემაერთებელი ქსოვილები, რომლებსაც ფიბრობლასტები ჰქვია, დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვანაირად მუშაობენ.

სწორედ ამ ფიბრობლასტებზეა დამოკიდებული ჭრილობების მოშუშება. მათი მთავარი ფუნქცია ქსოვილთაშორისი ნივთიერებების კომპონენტების სინთეზია. ისინი პირველები რეაგირებენ მიღებულ ჭრილობაზე. ფიბრობლასტები უფრო ეფექტურად სწორედ დღისით მუშაობენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close