საზოგადოება

პროექტი, რომლითაც ახალგაზრდები საჯარო გამოსვლების ხელოვნებას ეზიარებიან

   არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაცია ფრთა 16, 17 და 18 ივნისს განახორციელებს პროექტს, რომლის სახელია L3Y (გასული სამი წელი). პროექტი მოიცავს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მომხდარ საინტერესო და აქტუალურ თემებს. მონაწილეები იქნებიან 14-დან 23-წლამდე ახალგაზრდები. მათ საშუალება მიეცემათ, დეტალურად მიმოიხილონ და გაეცნონ ამ თემებს. მონაწილეები გადანაწილდებიან შემდეგ კომიტეტებში: •საკონსტიტუციო საკითხთა საბჭო •ომბუდსმენის აპარატი •პრეზიდენტის ადმინისტრაცია •საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი •ფინანსთა და ეკონომიკური საბჭო.
გვესაუბრებიან  პროექტის მთავარი ორგანიზატორი მარიამ არსენიძე და ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძვნებელი _ ნიკოლოზ როგავა.
 -L3Y_ი ორგანიზაციის პირველი პროექტია?
 -L3Y-2018 ორგანიზაციის მეორე პროექტია. თუმცა მსგავსი ფორმატის პროექტი პირველია.
 – გვიამბეთ პირველი პროექტის შესახებ…
– ორგანიზაციის პირველი პროექტი იყო “ჰეგემონი 2018” რომელიც იყო ინოვაციური. ამ პროექტზე შევეხეთ საქართველოს წარსულს, კერძოდ 90-იან წლებს. პროექტის ბოლოს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. თითოეულ საარჩევნო ბლოკს ჰყავდა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი. ესენი იყვნენ: ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, და ბაგრატიონთა ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი. არჩევნებში ზვიად გამსახურდიას კომიტეტმა გაიმარჯვა და შესაბამისად, პროექტის გამარჯვებული ამ ბლოკის პრეზიდენტობის კანდიდატი, 17 წლის ლადო ლეჟავა გახდა.
 ვფიქრობ, პროექტმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, თუმცა დარწმუნებული ვარ, L3Y-2018 იქნება უფრო ინოვაციური და არანაკლებ საინტერესო.
  – ჩვენ ვიცით L3Y-ის კომიტეტები, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ამ კომიტეტების განსახილველი თემები იქნებ შემოგვთავაზოთ.
  – შემოგთავაზებთ თემების არასრულ ჩამონათვალს: •საკონსტიტუციო საკითხთა საბჭო- ნარკოპოლიტიკა/თეთრი ხმაურის მოძრაობა/ბასიანი-კაფე გალერის ქეისი •ომბუდსმენის აპარატი-შრომითი უფლებები/ჭიათურის მაღარა •პრეზიდენტის ადმინისტრაცია-ყოველწლიური ანგარიშის წარდგინება ყველა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით •საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი-არჩილ ტატუნაშვილის ქეისი/მცოცავი ოკუპაცია/რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები •ფინანსთა და ეკონომიკური საბჭო-ლარის კურსის გარღვევა/კრიპტოვალუტები.
 – თქვენ ფიქრობთ, რომ 23 წლამდე ასაკის ადამიანები შეძლებენ სამი დღის განმავლობაში იმუშაონ ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მცოცავი ოკუპაცია? ან მოასწრებენ?
 – რა თქმა უნდა, რადგან თითოეულ კომიტეტს უძლიერესი ხელმძღვანელები ეყოლებათ.
 -და ბოლოს რატომ ურჩევთ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ L3Y-ში?
 -ახალგზრდები შეძლებენ, ჰქონდეთ ჩამოყალიბებული აზრი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ დეტალურად შეისწავლიან მათ. ასევე გაეცნობიან საჯარო გამოსვლების ხელოვნებას.
.
.
.
ნეკა ნათელაშვილი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close