საზოგადოება

,,ქუჩის გადაკეტვა კი არა, კაბინეტის კარების აჭედვაზეც გადავალთ”

,,იიი, ნაცები, აღარ გაგივათ... ხალხში გაიარ -გამოიარეთ. იკითხეთ, უჭირთ, ულხინთ თუ დავწყდით საერთოდ"

რაც მეტს დააკავებთ, ამით ვითომ პროტესტი ჩაკვდება? ეგ ხალხი ხვალ გამოვა და უფრო ძვირი დახვდება ყველაფერი. ქართველს სოციალური პრობლემებით ვერ გამოიყვან აქციაზეო, ხშირად გამოგონია, კი თავმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ მშიერ კუჭზე ცეკვა რომ ვერ გაგვაძღობს, ქუჩის გადაკეტვა კი არა, კაბინეტის კარების აკეტვაზეც გადავალთ. ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე, გადმოდით მაგ მდიდრული მანქანებიდან, გამოდით კაბინეტებიდან, ჩვენით რომ გაქვთ მიღებული და ხალხში გაიარ -გამოიარეთ. იკითხეთ, უჭირთ, ულხინთ თუ დავწყდით საერთოდ და მერე იმოქმედეთ. იიი ნაცები, აღარ გაგივათ” _ წერს სოციალურ ქსელ ფბ-ს საკუთარ გვერდზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ნატალია ხოხიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისსა და ქუთაისში ხალხმრავალი მიტინგები გაიმართა ბენზინის გაიაფების მოთხოვნით. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. დღეს კი, პრემიერ მინისტრა განაცხადა, რომ აქციებზე ხალხის მოთხოვნა არ გაჟღერებულა და ბენზინის გაიაფება ნაციონალურ მოძრაობას სურს. მთელ მსოფლიოში ბენზინის ფასი საქართველოში ამჟამად არსებულ ფასზე ძვირიაო.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close