ჯანდაცვა

ქართული მხარე მილიონ დოზა ვაქცინაზე გაურიგდა კომპანიას, რომელსაც ვაქცინა ჯერ არ დაუმზადებია

,,ამდენი თაღლითი ერთ კვადრატულ მეტრზე, ასეთ პატარა ქვეყანაში, მართლაც მეტის მეტია"

,,ესე იგი შეთანხმდნენ იმ ვაქცინის მოწოდებაზე რომელიც არ გამოსულა,არ შემოწმებულა და ნებართვაც, რა თქმა უნდა, არ გაცემულა. აღარაფერს ვამბობ იმაზე,რომ ივნისამდე პანდემია ისედაც დამთავრდება ან წარმატებით მოვიხდით.მიმიქარავს ოსტაპ ბენდერი ვასიუკში. არა რა, ვფიქრობ ამდენი თაღლითი ერთ კვადრატულ მეტრზე ასეთ პატარა ქვეყანაში მართლაც მეტის მეტია” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომ საქართველო კონკრეტულად Novavax-იდან ელოდება მილიონი დოზის მიღებას.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება და მე, როგორც ვიცი, წარმატებით… არის ასეთი კომპანია, რომლის ვაქცინა ჯერ არ გამოსულა, Novavax-ი, რომელიც პირადად მე მიმაჩნია, რომ იქნება საუკეთესო ვაქცინა და ოპტიმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. განსხვავება ის არის, ეს ვაქცინები, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში („პფაიზერი“, „მოდერნა“, ასტრაზენეკა“) დაფუძნებულია ორგანიზმში გენეტიკური მასალის შეყვანაზე. „პფაიზერის“ და „მოდერნას“ შემთხვევაში – რნმ, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში – დნმ, ვექტორის საშუალებით. დაფუძნებულია მტკიცებულებები დიდ მასალაზე, რომ ეს არ არის საზიანო, უსაფრთხოა და ჩვენ ეს გვჯერა, მაგრამ ეს მაინც ახალი ტექნოლოგიებია. ფაქტობრივად, პირველად გამოიცდება რნმ ტექნოლოგია. Novavax-ის შემთხვევაში ტრადიციული ტექნოლოგიაა, ვირუსის ცალკეული ცილების შეყვანა ხდება ორგანიზმში, რაც გამოცდილია მრავალი ათეული წლით. ეს გზა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო უსაფრთხოდ და სანდოდ. თან თვითონ Novavax-ი ძალიან ავტორიტეტული კომპანიაა. მასთან მიღწეულია შეთანხმება, მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით ივნისის ბოლოს. ამ დროისთვის მიიღებს ის აღიარებას საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი არ უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close