საზოგადოება
,,ქართველთა მარში”-ს მოწყობა ბათუმშიც იგეგმება

,,ქართველთა მარში”-ს ორგანიზატორები აქციის მოწყობას, როგორც ჩანს, ამჯერად ბათუმში გეგმავენ. აი, რას წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლადო სადღობელაშვილი:
,,ყურადღება!
– ეხლა ვიმყოფები ბათუმში. ხვალიდან ვაპირებ რამოდენიმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში ”ქართველთა მარშის” მოსამზადებლად.
– გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი ”ქართველთა მარშის” ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ პირადში!
– რაც მე დღეს ქუთაისის ქუჩაზე ვნახე, ეს არის ამაზრენია და მეტი არაფერი!”