,,ქართველთა გენოციდზე პროექტი წარვუდგინეთ პარლამენტს, მაგრამ ამოიდეს ბალიშის ქვეშ”
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე პარლამენტისგან მოითხოვს სასწრაფოდ განიხილონ და მიიღონ მათ მიერ მომზადებული და რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდზე.“ ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:
_ რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აღიარა თურქეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი და ამით სომხურმა სახელმწიფომ მიიღო სამუდამო ხელშეუხებლობის გარანტია. სომხური გენცოდი გრძელდებოდა რამდენიმე დღე, 1915 წელს, სამწუხარო შედეგებით. ქართველთა გენოციდი გრძელდება ათასწლეულები და ის ახლაც მიმდინარეობს გაგრაში, გალში, ტყვარჩელში, ლიახვში, ატოცში, ნიქოზში, ახალგორში… ამ ზაფხულს, როგორც კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა საქართველოს შემდგომი დაშლის კრემლისეული გეგმა და მოყვა საქართველოს ისტორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ მხოლოდ ქუთაისის და თბილისი გუბერნიები ვყოფილვართ და დანარჩენი ტერიტორიები გენოციდით შემოგვიერთებია, იმავე წუთს გავამზადეთ დადგენილების პროექტი, ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ,“სადაც დეტალურადაა აღწერილი ქართველების გენოციდი არაბებიდან, ხაზარებიდან, თურქებიდან, სპარსელებიდან დაწყებული, რუსებით დაგვირგვინებული, რასაც შეეწირა მილიონობით ქართველის სიცოცხლეცხლე და მილიონობით საცხოვრებლიდან აყრილი და ბაზარზე გაყიდული ქართველი. ქართველთა გენოციდზე პროექტი წარვუდგინეთ პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ამოიდეს ბალიშის ქვეშ და არც ფიქრობენ განხილვას, რათა მერე, ჩვენ დავიწყოთ მთელ მსოფლიოში მუშაობა, იგივე ამერიკის კონგრესმა მოახდინოს ქართველთა ისტორიული და მიმდინარე გენოციდის აღიარება, რაც იქნება ჩვენი ხელშეუხებლობის გარანტი და დეოკუპაციის ყველაზე რეალური დასაწყისი.
მოვუწოდებ პარალმენტს, დროზე დაიწყეთ მისი განხილვა და დროზე მიიღეთ, სანამ პუტინის კომენდანტი ოფიციალურად დანიშნულა თბილისში! განასაკუთრებით მოვუწოდებ საპარალმენტო ოპოზციას მოვუწოდებ, რომელიც ისევე დუმს ამ დოკუმენტზე, როგორც ,,ქართული ოცნება.“ მოგეხსენებათ სომხებმა და ებრალებმა თავის გადაირჩინეს მხოლოდ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი. გენოციდს არანაირი დროითი შეზღუდვა არ აქვს, ხდება დღეს, მოხდა გუშინ, გუშინწინ თუ საუკუნებიის წინ. გენოციდი აღირება საჭიროა ყველა ერისთვის, განსაკუთრებით, ვისაც შეიძლება ხვალ იგივე საფრთხე დაემუქროს. როცა ასეთი დაცვის დოკუმენტი გაქვს, ატომურ იარაღაზე ძლიერო მორალური თვალსაზრისით და ამას თავად არ იღებ და არ იყენებ, სხვას რა უნდა მოსთხოვო?!