საზოგადოება

,,ქალი რომ ვიყო, ამ სისულელეს პირველი გავაპროტესტებდი”

,,კიდევ კარგი, არ დაამტკიცეს. იმედი მაქვს, შემდეგშიც ეყოფა გონიერება პარლამენტართა იმ რაოდენობას მაინც, რაც საკმარისი იქნება ამ ყოვლად უბადრუკი და მდედრობითი სქესის შეურაცხმყოფელი კანონპროექტის დასაბლოკად. ვერაფრით ვხვდები, რას ნიშნავს გენდერული ქვოტირება პოლიტიკასა და ხელისუფლებაში. ქალბატონების მობილიზაცია და გაწვევა გამოვაცხადოთ ამ ყოვლად სულელური ქვოტების დასაცავად?

წარმოდგენილმა კანონპროექტმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ცნობილი პრაქტიკა გამახსენა, როცა ბოლშევიკებმა ფაბრიკა-ქარხნებიდან დაიწყეს პროლეტარიატის გაწვევა ლიტერატურაში და რაც მივიღეთ, ყველამ კარგად იცის. ეს გენდერული ქვოტები არსით იმ პროლეტარული გაწვევის ნაირსახეობაა, ოღონდ ცოტა “გაკეთილშობილებული” და ფერ-უმარილით შეთხიპნილი. ქალი რომ ვიყო, ამ სისულელეს პირველი გავაპროტესტებდი, იმდენად შეურაცხმყოფელია ფორმითაც და შინაარსითაც. პოლიტიკას და ხელისუფლებას ქვოტები არ სჭირდება. პროფესიონალიზმი სჭირდება, ღირსება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რასაც საყვარლის საფლავივით ვეძებთ ამდენი ხანია და ვერ გვიპოვნია. ნაძალადევ გენდერულ მობილიზაციას ბევრად ჯობია, ნორმალური ადამიანები შეარჩიონ, ქალებიც და კაცებიც. იმაზე იფიქრონ, ვისაც სიებში ჩასვამენ, მათი ეკრანზე დანახვისა და მოსმენისას ჭირის ოფლს არ ვიწმენდდეთ სირცხვილისგან. პოლიტიკას არ სჭირდება ქვოტებით შერჩეული ირმა ინაშვილები, ადა მარშანიები, ენძელა მაჭავარიანები, გუგული მაღრაძეები, ხათუნა გოგორიშვილები, ჩიორა თაქთაქიშვილები და თინა ბოკუჩავები. პოლიტიკას ქრისტინე შარაშიძის მსგავსი ქალბატონები სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი გენდერული ქვოტები” _ აცხადებს ისტორიკოსი, ემიგრაციაში მყოფი ზურა დათუაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ, პარლამენტმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა_ 66 მომხრე 14 წინააღმდეგი წავიდა.

“ორგანული კანონის პროექტი უარყოფილია, მე მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე, 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში და რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე ერთი მესამედის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობაში გენდერულ კვოტირებაზე აზრთასხვადასხვაობაა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close