,,ფრთხილად ნარკოტიკულ პოლიტიკასთან, ეს არის ყველაზე საშიში რამ…”

გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი:
_ მსუბუქი ნარკოტიკის მახასიათებელი ანუ განმსაზღვრელი ადამიანის გაბრუების ხარისხია თუ ხანგრძლივობა? თუ “ბრენდი”, სახეობა? პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება სასამართლოს ეკუთვნის სახელმწიფო მხარის შესაბამისი შუამდგომლობის ან პოზიციის დაყენებისას. სახელმწიფო ბრალდების სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ნაწილია ნარკოტიკული მიმართულება და კანონში კი არ უნდა შეიტანოთ ცვლილება, არამედ პროკურატურის ოფისმა იუსტიციის სამიიტროსთან ერთად უნდა იმუშავონ თუ როგორი იქნება სისხლისსამართლებრივი დამოკიდებულება ნარკოტიკის მომხმარებლისადმი ინდივიდულური მდგომარეობით და ვითარებაში. შემდგომ, ეს დამოკიდებულება გამოიხატება საპროცესო მოქმედებაში სასამართლოს წინაშე და საბოლოო სიტყვას იმ მინიმალური და მაქსიმალური კანონისმიერ ფარგლებში იტყვის სასამართლო.
ფრთხილად ნარკოტიკულ პოლიტიკასთან, ეს არის ყველაზე საშიში რამ, რადგან არასოდეს ჩარჩოში არ მოექცევა, მუდმივი კონტროლი უნდა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ხელით მივიღებთ უმძიმეს შედეგებს.