ფრანგი ექიმები ხალხს თხოვნით მიმართავენ, რომ არ გავიდნენ სახლიდან
,,საფრანგეთის ექიმებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცების დახმარებით ზოგი მძიმე პაციენტი მარსელში და ტულონში გადაიყვანეს. ამ დროისთვის საფრანგეთში 10,995 შემთხვევაა დაფიქსირებული, დღეს დაემატა +1,861 ახალი შემთხვევა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს დაიღუპა +108 ადამიანი.
ფრანგი ექიმები ხალხს თხოვნით მიმართავენ, რომ არ გავიდნენ სახლიდან, რათა არ გაურთულონ მუშაობა, ვინაიდან ძალიან დიდი ძალებით მუშაობენ და ღამებს ათენებენ, რომ გადაარჩინონ შეძლების და გვარად დავადებული ადამიანები და შეუნარჩუნონ სიცოცხლე. ,,ჩვენთვის ყოველი პაციენტის დაკარგვა ნიშნავს დიდ ტკივილს. მოუწოდებთ მოსახლეობას, ხელი შეგვიწყონ და არ გაგვირთულონ პროცესები. ვინაიდან საავადმყოფოები ივსება უამრავი ახალი დავადებულით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ვიყოთ მობილიზირებულები და დავიზღვიოთ თავი. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, სახლში დავჩეთ” _ წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ,,france”_ ზე დაყრდნობით.