სამართალი და კრიმინალი
ფოთის საკრებულოს წევრი, მალხაზ ბუკია, უაქციზო სიგარეტების შემოტანის ბრალდებით დააკავეს
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/09/download-15.jpg)
ფოთის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ ბუკია დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება უაქციზო სიგარეტების შემოტანას.