ფინანსთა სამინისტრო: საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა
2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში აღნიშნულია, რომ აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში.
კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა.
,,იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს საპროგნოზო მაჩვენებლზე 8%-ით შემცირდება, ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს’’, – აღნიშნულია პროექტში.
ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან შემოსავლების გეგმა 87,3%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს (1,199 მლრდ ლარი) 152 მილიონი ლარი დააკლდა.