საზოგადოება

ფერეიდნელი ქართველების განცხადება საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ზვიად ტომარაძე ფერეიდნელი ქართველების განცხადებას აქვეყნებს:

_ ფერეიდნელების განცხადება! გავაზიაროთ!

“ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას (და არა მარტო საქართველოში მცხოვრები) გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის გათვალისწინებით (მუხლი10 ) ვაცხადებთ:

1. ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, არა ადამიანურ მოპყრობას და ადამიანების რწმენის და გრძნობების შეურაცხყოფას.

2. თბილისი ფრაიდის ჩატარებას ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ ფაქტია, სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.

გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის საფრთხის გაზრდას”.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close