სამართალი და კრიმინალი
ფანჯრების წმენდისას ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა 50 წლამდე ქალი და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ფანჯარას კიბის საშუალებით ასუფთავებდა და კიბე დაუცურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.