შალვა ნათელაშვილის წერილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს!

პატივი მაქვს, დავადასტურო უდიდესი პატივისცემა მოძმე ებრაელი ხალხისა და პირადად თქვენდამი. არ დაგიმალავთ, ძალიან არასასიამოვნო იყო თქვენი პირველი საჯარო შეხვედრა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პროპუტინისტურ, მილიარდერ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილთან. იმედია, გესმით, ის, როგორც განწირული მტაცებელი, ყველა ღონეს ხმარობს, რათა მიიღოს მსოფლიოში ავტორიტეტული ებრაული ლობების მხარდაჭერა, რასაც იმედია, ერთად არ დაუშვებთ.

ბატონო ელჩო, მე, და ყველა ჩემი კოლეგა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური სპექტრიდან ყოველთვის მზად ვართ თქვენთან და მეგობარ ისრაელთან თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.

კომენტარები