რელიგია

უწმინდესმა მდიდრებს გაჭირვებულთა დახმარებისკენ მოუწოდა

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თქმით, სიმდიდრე არის საცდური ადამიანებისთვის. საკვირაო ქადაგების დროს პატრიარქმა მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ.

“ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, – განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უნახავს ოჯახები, რომლებიც ქველმოქმედებას ასწავლიან შვილებს, დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი და მოიყვანონ სახლში. „ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებულნი ბრუნდებიან, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close