პოლიტიკა

უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესები გამკაცრდა

ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი:

სასიხარულო ინფორმაცია!!!
გუშინ, 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები “მოქალაქეობის შესახებ” კანონში. შარშან, 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება.
ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:
1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.
2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა, გაიზარდა 5 წლამდე.
3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა. 
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close