უცნობი მამაკაცი “ტაბულას” თანამშრომლებს დაწვით ემუქრება

“რამდენიმე წუთის წინ, ტაბულას ოფისში მოვიდა კაცი, რომელიც აცხადებს, რომ “საპატრიარქოს ცერბერია”. გვეუბნება, რომ თუ 1 თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, დაგვწვავს.
ველოდებით პოლიციას.
UPDATE: ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომელსაც ასევე დაუდასტურა, რომ მუქარის “შემსრულებელია” და ვერავინ დაიჭერს, რადგან სნაიპერია.
ცხადია, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა ფაქტია, რომ ის მანქანას მართავს.” – ინფორმაცია “ტაბულას” ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:
”
მოვედი სამსახურში. პატრული აქ არის. გამომძიებელს ველოდები.
პატრულსაც დაუდასტურა, რომ დაწვას გვიპირებს.
ლევან სუთიძეს უთვალთვალებს – იცის როდის გამოდის ოფისის აივანზე, როგორ ეწევა სიგარეტს (იმიტირებას აკეთებდა), უყურებს მის გადაცემებს – იცის მისი კითხვების შინაარსი.
სახელი და გვარი – გოჩა მაისურაძე.
არ ვიცი შერაცხადია, თუ შეურაცხადი – მაგრამ საჭესთან ზის და მანქანას მართავს.
საზოგადოებისთვის საშიშია.
ესაა მოკლედ.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1907707159258337&id=133052760057128