საზოგადოება

,,მეზიზღებით ცრუმოზეიმეებო, ურაპატრიოტებო, ცრუქაქუნებო, ქვეშაჯმიებო, თფუიიიიი!!!”

ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი:

_ soooos!!!
ყველაც, ვისაც ეს ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნია!!!

არის დრო ზეიმების და აღლუმების და არის დრო ბრძოლის და გამარჯვების – ქვეყნისთვის თავდადების!!!
დღეს რას ვზეიმობთ, რას? სულ წარსულის გამარჯვებებზე უნდა ვიხინტრუცოთ და ვიტაშფანდუროთ? სადაა ჩემი თაობის უნივერსიტეტელები დავით- გარეჯას გასათავისუფლებლად მტაცებელ-კაციჭამია რუსეთს ხახაში რომ უვარდებოდა,სადაა სტუდენტები, სადაა ხელისუფლება, რამ დაგაჩლუნგათ და წაგახდინათ, რა ზეიმობა აგიტყდათ, ვის აშინებთ რუსთაველზე სამხედრო ტექნიკის გუგუნით , როცა გარეჯს ტრაქტორების გუგუნით გვართმევენ, თვალში ნაცარს გვაყრიან და თან გვაფრთხილებენ, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ე , მენდ ვინმე არ გავაღიზიანოთ… ახლა იქ უნდა ვიდგეთ დედა-ბუდიანად, დიდიან-პატარიანად, ჩიჩხიტურთან, იმ ქედზე, რომ გვნახონ რაცა ვართ, იქ ვართ და იქ დავიხოცებით… აი, ასე მესმის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, მეზიზღებით ცრუმოზეიმეებო, ურაპატრიოტებო, ცრუქაქუნებო, ქვეშაჯმიებო, თფუიიიიი!!!
და დღეს, დღეს მაინც თქვი რომ შენს ქვეყანას არ ეზეიმება დამოუკიდებლობა, სანამ აფხაზეთი, სამაჩაბლო უშენოდაა დარჩენილი და ახლა დავით-გარეჯასაც ტორტის ნაჭერივით გადაყლაპავენ…არ მეზეიმება, არააა, სული კბილით მიჭირავს და ვნატრობ იმ დღეს, საერთო ზეიმები რომ გვექნება, სააააააერთო, საქვეყნო და გულით გავიხარებთ!

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close