„უნაბის მურაბა 59 წლის ასაკში მეორედ მოვამზადე. მისი არომატით გაოცებული დავრჩი. დამიჯერეთ, თაფლს ჰგავს. თუ სადმე წააწყდით, იყიდეთ და მოამზადეთ. აქამდე ლეღვი მეგონა მურაბების მეფე, უნაბმა აჯობა“, – წერს ელენე გოგილაშვილი და ქეთი ხმალაძის რეცეპტს აზიარებს.
.
„მე მოვამზადე 1 კილო და 500 გრამით. უნაბი ჩემი სოფლისაა, ქართლური.
უნაბი – 1კგ.
შაქარი- 1კგ და 500 გრამი.
წყალი – 600მლ.
ლიმონის წვენი – 3-4 ს.კ.
უნაბი გარეცხეთ და დაჩხვლიტეთ. ქვაბში მოათავსეთ შაქარი და წყალი. ადუღებას რომ დაიწყებს, გადაიტანეთ უნაბი. ადუღეთ 15 წუთი. გამორთეთ და გააციეთ. უმჯობესია, საღამოს დაიწყოთ მზადება და პირველი დუღილის შემდეგ უნაბი მთელი ღამით დატოვოთ სიროფში. დილით კვლავ ვადუღე 15 წუთი. ასე გავიმეორე კიდევ 2 ჯერ, ანუ 15-15-15-15, ჯამში უნდა იდუღოს 1საათი. ბოლო 15 წუთზე დავამატე ლიმონის წვენი. თუ დუღილის დროს სიროფი ძალიან ჩაიშრო, ცოტ-ცოტა ადუღებული წყალი მიაშველეთ. მდუღარე გადავიტანე სტერილურ ქილებში და გავაციე ამობრუნებულ მდგომარეობაში.
ძალიან მიყვარს და მომწონს, სცადეთ თქვენც. გამოვიდა 4 ქილა 300-გრამიანები და ცოტა დარჩა კიდეც“.