საზოგადოება

უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი კვლავ გაურკვეველია

უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი კვლავ გაურკვეველია. სავარაუდოდ 8 ადამიანი, მათ შორის რუსთავი2-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები კიევის ჟულიანას აეროპორტში გუშინ გადაიყვანეს.

ოჯახის წევრები მათ თბილისში გუშინ საღამოს ელოდებოდნენ, თუმცა დეპორტირებულების თვითმფრინავი, რომელიც კიევიდან 17 ნოემბერს უნდა გამოფრენილიყო, ჯერ კიდევ არ ჩანს.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უახლესი რეისი, დაახლეობით, 4 საათში უნდა შესრულდეს. უცნობია, მგზავრებს შორის იქნებიან თუ არა ქართველი დეპორტირებულები.

სპეცრეისების შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ გასცემენ.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close