განათლება
უზენაესმა სასამართლომ ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/eewq1497.jpg)
წელს შესრულდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ ხელმეორედ (პირველად 1987 წელს) გამოსცა ცნობილი ცივილისტის, პროფესორ სერგო ჯორბენაძის წიგნი: ილია ჭავჭავაძე და ლიტერატურული საკუთრება.
წიგნი ძირითადად დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობა და ნათლად წარმოგვიჩენს იმ სირთულეებს, რაც მაშინდელ პერიოდს ახლდა ინტელექტუალური საკუთრების რეალური განხორციელებისთვის; ილია ჭავჭავაძის პროგრესულ მიდგომას, როგორც საავტორო უფლებების, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის მიმართ.