მსოფლიო

უდაბნოში ასობით აქლემი წყურვილით იხოცება

კატართან დიპლომატიური განხეთქილების შემდეგ, საუდის არაბეთიდან კატარელი ფერმერები გააძევს. უდაბნოში მიმავალ საკმაოდ გრძელ გზაზე, მათი კუთვნილი ასობით აქლემი წყურვილით იხოცება. 

ცხოველები ორი ქვეყნის საზღვარის სიახლოვეს დაიხოცნენ, რადგან საზღვრის კვეთის უფლებას დღეში მხოლოდ რამდენიმე ასეულ აქლემს აძლევდნენ.

დარჩენილ აქლემთა უზარმაზარი ქარავანი იძულებული იყო უდაბნოს პაპანაქება სიცხეში ეხეტიალა, სადაც ტემპერატურა 50 °C-მდე აღწევს. ცხოველთა ზოგიერთი მეპატრონის განცხადებით, აქლემების გარკვეული ნაწილი ქარავნიდან გარბოდა და შემდეგ, დღეები სჭირდებოდა მათ იდენტიფიკაციას.

ცხოველთა დიდი ნაწილი გზების გასწვრივ დაეცა და დაიხოცა.

საზღვრის კატარის მხარეს, ქვეყნის გარემოს სამინისტრომ აქლემებისთვის თავშესაფარი მოაწყო, სადაც წყლითა და საკვებით 8000-ზე მეტი ცხოველი უზრუნველყვეს.

გავცრელებული ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში წარმოქმნილ დიპლომატიურ კრიზისს 12 000-25 000 ცხოველი ემსხვერპლა.

იმის გამო, რომ კატარი ტერიტორიულად ძალიან პატარაა, ფერმერები ცხოველებს ხშირად კვებავდნენ მეზობელ საუდის არაბეთში.

ივნისის დასაწყისში, ირანთან და ექსტრემისტებთან ახლო ურთიერთობების ბრალდებით, საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ქვეყანა ბლოკადაში მოაქციეს.

ამჟამად, კატარში მხოლოდ 1 მილიონამდე ცხოველი რჩება, მათ შორის ცხვრები, თხები და აქლემები.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close