საზოგადოება

უბედური შემთხვევა ზუგდიდში _ თხილის პლანტაციაში მუშას ტრაქტორი დაეჯახა

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმციით, მას ტრაქტორი დაეჯახა. შემთხვევა კომპანია “აგროჯორჯიას” კუთვნილ კომპანიაში მოხდა. აღნიშნულ კომპანიაში ოფიცლურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო,სამშენებლო ან სხვა სამუშოს წარმოებისას უაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
მიშკა ძიძიგური
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close