საინტერესო

ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, აუცილებლად სანახავია

ზუსტად 99 წლის წინ, 1922 წლის 4 ნოემბერს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ფარაონ ტუტანჰამონის საფლავი და განძეულობა.
ტუტანხამონი დაახლოებით 3 300 წლის წინ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა. მამამისი ცნობილი ფარაონი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის (ერთღმერთიანობა) დამკვიდრება სცადა.
მონოთეიზმი მაშინდელ ეგვიპტეში ვერ დამკვიდრდა. თუმცა, უკვალოდ არაფერი ქრება – მოგვიანებით ერთღმერთიანობის იდეამ განხორციელება ჰპოვა იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში.
ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი კი, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, აუცილებლად სანახავია (ინახება კაიროში).
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close