საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილს რუსმა უფლებადამცველმა პუტინის მიერ აკრძალული წიგნი აჩუქა

,,პრაღის კლუბში საღამოს მიღებაზე უდიდესმა რუსმა უფლებადამცველმა, ადვოკატმა ბორის კუზნეცოვმა, რომელიც რუსეთში გამოცხადებულია როგორც მტერი და იმყოფება საერთაშორისო ძებნაში, ქართველ დელეგაციას,მე და ფრიდონ სიხუაშილს გვაჩუქა თავისი წიგნი_ „ის ჩაიძირა“,რომლეშიც აღწერილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან განხორციელებული დანაშაული კურსკში. წიგნი აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში,მაგრამ წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნებში. წიგნის დაწერის შემდეგ ბორის კუზნეცოვზე რუსეთში გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, მას ამერიკის მთავრობამ მიანიჭა მოქალაქეობა, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და კუზნეცოვთან და სიხუაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close