მონასტრის კედლები ზანზარებდა, ბავშვები ტიროდნენ…_თქვე უსინდისოებო, ლუკმა ყელში როგორ არ გაგეჩხირათ?
,,დედა უნივერსიტეტი”-ს (ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 100 წლისთავის აღსანიშნავი წვეულება, როგორც ჩანს, მცხეთაში მოაწყეს. ამ დღეს, სტუმარ-მასპინძელთა საქციელს, თბილისშიც და მცხეთაშიც, ფართო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო, სადაც მანქანების შესვლა აკრძალულია და უნივერსიტეტის დამაარსებლების საფლავებია მოწყობილი, ამ დღეს ავტოსადგომად იყო გადაქცეული.
ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
_ ეს თურმე საელჩოების მანქანები ყოფილა. ასე მითხრა ამ წუთას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ. მთავრობის წევრები თსუ-ს პირველ კორპუსში ფეხით შესულან, მანქანა სადარბაზომდე არ მიუყვანიათ. ვინ მიიღო ავტოსადგომის მოწყობის უფლება თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, არ ვიციო. დღეს გადაღებული ეს ფოტო ჩემს გვერდზე კომენტარებში Nona Tskrialashviliმა დადო.
პრესსამსახურის უფროსის მოადგილეს ვთხოვე დამეხმაროს, რათა ტელეფონზე მიპასუხოს თსუ-ს პრესცენტრის უფროსმა. უახლოეს პერიოდში ეს ალბათ, შეუძლებელი იქნება, რადგან ამ წუთებში ქალბატონი ნანა (თსუ-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი) თურმე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ყოფილა.
ჩემამდე ჯერ არ მოსულა მცხეთის შუაგულში ატეხილი ბათქა-ბუთქის ამსახველი ვიდეოკადრები. გადამღები ვერ აგზავნის, თურმე პრობლემების შექმნის ეშინია. ვიცი ის რომ ახლო-მახლო მცხოვრები ოჯახების ბავშვები შეშინებულები ტიროდნენ, ფოიერვერკის დროს.
შეგახსენებთ რომ გუშინ, მცხეთაში, გუჯა ბუბუტეიშვილის კუთვნილ რესტორან “გუჯარში” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი დიდი წვეულებით აღნიშნეს, რა დროსაც ექვსწუთიანი ფოიერვერკი გაუშვეს. სამთავროს დედებმა მითხრეს, რომ მსგავსი სიძლიერის ფოიერვერკი არასდროს ყოფილა, კედლები ზანზარებდაო.
რესტორნის დირექტორმა ილია რუხაძემ განმიცხადა, რომ ფოიერვერკის გაშვება რესტორანის ინიციატივა არ იყო. თსუ-ს პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ სატელეფონო საუბრისას ბრძანა, რომ მან არ იცის ვისი ინიციატივით მოეწყო ფოიერვერკი და არც იმაზე აქვს ინფორმაცია, ასეთი მძლავრი ფოიერვერკი მიაყენებს თუ არა ზიანს სამტავროს, სვეტიცხოველს. მისი თქმით, შესაძლებელია ეს არ სცოდნოდა რექტორსაც. საუბრისას არაერთხელ მითხრა გულწრფელად გეუბნებითო. მეც გულწრფელად ვუთხარი დაუკავშირდეს რომელიმე სინდისიან ხელოვნებათმცოდნეს და ჰკიტხოს რა “სარგებელი” მოაქვს ფოიერვერკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, მით უმეტეს მსოფლიოო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისთვის.
სირცხვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State Universityს რექტორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ „გუჯარში“ ილუკმებოდით! ნეტავ ერთი ლუკმა მაინც არ გაგეჩხირათ ყელში?! სვეტიცხოველთან და სამთავროს დედათა მონასტერთან ბათქა-ბუთქი როგორ ატეხეთ?! თქვე უსინდისოებო და ნამუსგარეცხილებო, 6-წუთიანი ფოიერვერკი მოგიწყვიათ. თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. თუ მტკიცებულება (ნივთიერი) ხელში ჩამივარდება, იმ წამს გავგზავნი ფოსტით იუნესკოს ოფისში.
დედათა მონასტერშიც დავრეკე, იმ დედებთან, ვისთანაც მიტო ხინაშვილის გამო დარეკვა ხშირად მიწევს. მითხრეს ისეთი ამბავი იყო გუშინ, კედლები ზანზარებდა, მსგავსი სიძლიერის ფოიერვერკი აქამდე არასდროს გაუშვიათო
ამ წამს ველაპარაკე რესტორან მუზეუმი გუჯარის დირექტორს, ილია რუხაძეს. მითხრა რომ ფოიერვერკი რესტორანს არ გაუშვია. გამოდის რომ ეს თსუ-მ გააკეთა. სამწუხაროდ არ მაქვს რექტორის მობილური. თუ ვინმემ იცით პირადში მომწერეთ, გთხოვთ.