სამართალი და კრიმინალი

პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ლაშა ამირეჯიბი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 – ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ლ.ა. არის ლაშა ამირეჯიბი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close