საზოგადოება

ტრაპიზონის პროვინციაში, ტერორიზმთან კავშირში მხილებული, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ტრაპიზონის პროვინციაში ტერორიზმთან კავშირში მხილებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფკრმაციას სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,  ნინო გიორგობიანმა აცხადებს.

არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს.

მისი თქმით, დაკავებული ტერორიზმთან კავშირშია მხილებული.

თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს.

თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close